რაბათის სავარდის სახელობის ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს

7 ოქტომბერი რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დღესასწაულია.

IMG_0164.JPG

დღესასწაული რაბათში საზეიმო წირვით აღინიშნა. ლიტურგია ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, ვატიკანის ელჩმა ჟოზე აველინო ბეტანკური და საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირებმა აღავლინეს.

სადღესასწაულოდ,  რაბათში კათოლიკე მორწმუნეები სხვადასხვა სამრევლოებიდან შეიკრიბნენ. ასევე  წმ. წირვაზე იმყოფებოდნენ სტუმრები გერმანიიდან.

დღესასწაულზე ვატიკანის ელჩმა იქადაგა:  „წმიდა სავარდი არის ლოცვა, რომლის შესრულებასაც გვირჩევეს ნეტარი, ქალწული მარიამი. წმიდა სავარდი არის ძალა იმისა, რომ შევცვალოთ საკუთარი გულები, მას შეუძლია აღადგინოს მშვიდობა.  პაპი ფრანცისკე სთხოვს მორწმუნეებს, ოქტომბრის განმავლობაში ილოცონ: წმიდა სავარდის ლოცვა, ლოცვას ღვთისმშობლის მიმართ და მთავარანგელოზ მიქაელის მიმართ. ვინაიდან ღმერთი იცავს და კვლავ დაიცვას თავისი ეკლესია მომავალში“, – განმარტა ქადაგებისას ვატიკანის ელჩმა.

IMG_0119.JPG

კათოლიკე ეკლესიაში ოქტომბერი ღვთისმშობლის თვეა. ამიტომ მორწმუნეები მთელი თვის განმავლობაში სავარდზე, იგივე კრიალოსანზე წმ. მარიამის მიმართ ლოცულობენ.

ისტორიულად, სავარდის დღესასწაულის დაწესება ეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის. იმისათვის, რომ მცირერიცხოვან საღვთო ლიგას გამარჯვება მოეპოვებინა, მაშინდელმა პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოულოცა.  ბრძოლაში ოსმალეთი დამარცხდა, 7 ოქტომბერი კი იმავე პაპმა სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულად გამოაცხადა.

კათოლიკე მრევლი, 7 ოქტომბერს, როგორც რაბათის ეკლესიის დღესასწაულს 2012 წლიდან აღნიშნავს. მას შემდეგ, რაც ისტორიული ტაძრის რეაბილიტაცია განხორციელდა და ტაძარი სავარდის სახელზე იკურთხა.

ნახეთ ფოტოები დღესასწაულიდან:

This slideshow requires JavaScript.

არალი, 2018

 

დატოვე კომენტარი