რუსთავში კათოლიკური ტაძარი იკურთხა

6  ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში ახალი კათოლიკური ტაძარი იკურთხა. ამიერიდან იგი “ღვთაებრივი გულმოწყალების” სახელობის იქნება.

რუსთავის ეკლესია

ფოტო – Mako Gavtadze

საზეიმო ლიურგია ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინიტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.

ლიტურგიაში მონაწილეობდნენ ვატიკანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკური და საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირები.

ტაძრის გახსნაზე, რუსთავში კათოლიკე მრევლი მთელი საქართველოდან შეიკრიბა.

43195891_10217335573005048_8945465069865533440_n

ფოტო Lucio Boldrin

ქალაქ რუსთავში მცხოვრები კათოლიკეები წლების განმავლობაში წირვას კერძო საცხოვრებელ სახლში აღავლენდნენ.

ტაძრის მშენებლობისათვის ნებართვის მისაღებად, კათოლიკურმა ეკლესიამ ქალაქის თვითმმართველობას განცხადებით 2013 წლის აპრილში მიმართა.

იმ პერიოდში, ეკლესიას ტაძრის მშენებლობა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ქალაქი რუსთავი, მე-9 მ/რ, თოდრიას მე-2 ჩიხის მიმდებარე ტერიტორია) სურდა. თუმცა რუსთავის საკრებულომ, კანონით დადგენილ ვადაში, არ გამოსცა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნულის შემდეგ, საქმე ეკელსიასა და რუსთავის საკრებულოს შორის სასამართლო დავად იქცა. ეკლესიის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” EMC იცავდა.

საბოლოოდ, 2016 წლის ივნისში, რუსთავის საქალაქო სასამართლომ კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვაზე “ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის” სარჩელი დააკმაყოფილა.

მიუხედავად ამისა, კათოლიკე ეკლესიას არ მიეცა საშუალება საკუთრებაში არსებულ მიწის

12313919_910728035679892_6321998545168736577_n

ფოტო – რონი ცხოიძე

ნაკვეთზე ( ქ.რუსთავი, მე-9 მ/რ, თოდრიას მე-2 ჩიხის მიმდებარეტერიტორია) ტაძარი აეშენებინა.

აღნიშულ მიწის ნაკვეთზე, ტაძრის მშნებელობასთან დაკავშირებული დავის პერიოდში, კათოლიკე ეკლესიამ გულმოწყალების კარი დადგა. მორწმუნეები პერიოდულად ჩადიოდნენ რუსთავში ამ ადგილის მოსანახულებლად და ლიტურგიის ჩასატარებლად.

კონკრეტულად ტაძრის მშებლობის შესახებ, ინტენსიური მოლაპარაკებები რომის პაპის ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის შემდეგ დაიწყო.

რუსთავის თვითმმართველობამ ეკლესიას ტაძრის ასაშენებლად ალტერნატიული ფართი შესთავაზა.

აღნიშნულ ალტერნატიულ ადგილზე ტაძრის ასაშენებლად,  პირველი ქვა თავად რომის პაპმა აკურთხა. ეს ქვა უკვე მშენებარე ტაძარში 2018 წლის 7 თებერვალს ჩაიდგა.

ტაძრის მშებლობის მოთხოვნიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი  კათოლიკური ტაძრი გაიხსნა.

This slideshow requires JavaScript.

 

არალი, 2018წ.